ბურა ჯეკპოტი
19 იანვარი
23:46
გათამაშდა ჯეკპოტი 3576.24 GEL
ითამაშეთ
სეკა ჯეკპოტი
19 იანვარი
23:46
გათამაშდა ჯეკპოტი 3576.24 GEL
ითამაშეთ
დომინო ჯეკპოტი
19 იანვარი
23:46
გათამაშდა ჯეკპოტი 3576.24 GEL
ითამაშეთ
ნარდი ჯეკპოტი
19 იანვარი
23:46
გათამაშდა ჯეკპოტი 3576.24 GEL
ითამაშეთ
Get Adobe Flash player
ბურა ჯეკპოტი:
    6585.45
GEL
სეკა ჯეკპოტი:
    6585.45
GEL
დომინო ჯეკპოტი:
    6585.45
GEL
ნარდი ჯეკპოტი:
    6585.45
GEL
ლიდერბორდი
მომხმარებელი ნათამაშები ხელი ქულა თანხა
განმარტება

ითამაშეთ ბურა, დააგროვეთ ქულები, მოხვდით ყოველკვირეულ ლიდერბორდში (ტოპ 10 მოთამაშე) და მოიგეთ შესაბამისი ფულადი პრიზები!

ქულების დაგროვების მეთოდი: თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25
- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;
ინფორმაცია ფსონებზე
მინიმალური ფსონი - 0.50 ლარი
მაქსიმალური ფსონი - 300 ლარი
რეიკბექი

ბურას რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

14
წესები
ლიდერბორდი

- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;

ქულების დაგროვების მეთოდი:
თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25

ინფორმაცია ფსონებზე

მაგიდის შესაქმნელად მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი ,ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი. ამის შემდეგ ხდება რაუნდების არჩევა (ანუ არჩევა თუ რა ანგარიშამდე გსურთ თამაში) შესაძლებელია 1, 3, 5, 7 ან 11 რაუნდიანი მაგიდის შექმნა. ხოლო ბოლოს სურვილისამებრ ვირჩევთ მალიუტკას - რიგით ან ურიგოდ, პარტიას დავით ან პარტიას დავის გარეშე.

რეიკბექი

ბურას რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ბურა

ჩვენ გთავაზობთ საქართველოში კარგად გავრცელებულ სტილს 3 და 5 კარტა ბურას, მთლიანი და გადარჩეული კარტის დასტით (20 კარტი 36 კარტი).

3 კარტა ბურა

თავდაპირველად მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგე ირჩევს კოზირის ფერს, წითელს ან შავს. კოზირის გამოცნობის შემთხვევაში დაიწყებს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდის შემქმნელი იწყებს თამაშს. თითეული მოთამაშე იღებს სამ კარტს, რომლებიც ურიგდებათ მოთამაშეებს თითო-თითოდ. დარიგების მერე იხსნება კარტი და ამოდის კოზირად ის გამოცნობილი ან ვერ გამოცნობილი კოზირი, რომელის გამოცნობაც სცადა თამაშის დასაწყისში მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგემ

ერთი „მასტის" (ფერის) კარტების კომბინაციას ქვია - «მალიუტკა», სამი კოზირის კომბინაციას კი - «ბურა».
ყველაზე ხშირი, თამაშის მსვლელობის დროს, დაკანონებული დამატებითი პირობები:
სვლა კეთდება ერთი კარტით, (პარტნიორმაც უნდა დადოს ერთი კარტი), ან ერთი «მასტის» ორი კარტით ან ერთი «მასტის» სამი კარტით. (კარტის ჩამოგდება «მასტის» მიხედვით არ არის აუცილებელი). თუ კარტი გაჭრილია პარტნიორის კარტის მიერ, მაშინ «ვზიატკას» (ქულას) იღებს პარტნიორი, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი, «ვზიატკას» (ქულას) იღებს კარტის ჩამომსვლელი.

ვინც პირველი დააგროვებს მინიმუმ 31 ქულას ის იგებს. თავის გამოცხადება მოგებულად მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე «ვზიატკას» ქულას დაიწერს (ანუ რაიმე კარტის ან კარტებს გაჭრის). იმ შემთხვევაში როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება «ბურა» იგი პარტიას იგებს შეგროვილი ქულების რაოდენობისაგან დამოუკიდებლად. თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება მინიმუმ 31 ქულა იგი ითვლება წაგებულად.
თუ პარტნიორმა ვერ შეძლო თქვენს მიერ ჩამოსული კარტის გაჭრა, მოწინააღმდეგე გატანთ კარტებს დაფარულად. თქვენ არ გაქვთ მათი ნახვის უფლება და არც შეგიძლიათ, სანამ თამაშის შეწყვეტას არ გამოაცხადებთ რაც ჩვეულებრივ ხდება სიტყვის «ვარ» -ს გამოცხადების მერე (ჩვენ შემთხვევაში ღილაკი „ვარ"-ს დაჭერით), აგრეთვე შეუძლია პარტნიორმა გაჭრას კარტი და გაგატანოთ ,,გატანის“ ღილაკზე დაკლიკებით.

თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი მასტის ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი), „ტუზი"-დან „ათიანამდე"კარტები. თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: "ტუზი" - 11 ქულა, "ათიანი" - 10 ქულა, "მეფე" - 4 ქულა, "დამა" - 3 ქულა, "ვალეტი" - 2 ქულა.

მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 1.5 წუთი. 30 წამი ყოველ სვლაზე და 1 წუთი რომელიც დამატებით გადანაწილდება ყველა იმ სვლაზე რომელზეც მოთამაშეს არ ეყოფა მოცემული 30 წამი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე აღნიშნულ დროში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.

კამერის ფუნქცია: პირველად საქართველოში კომპანია ლიდერბეთი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ინოვაციურ ფუნქციას ვებ კამერას. რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს, ვებ კამერის ქონის შემთხვევაში, მოთამაშეებმა თამაშის პროცესში უყურონ ერთმანეთს.

5 კარტა ბურა

ხუთი ერთი „მასტის" ფერის ბანქოს ჰქვია: „მალიუტკა", ხუთი კოზირის კომბინაცია: „ბურა", თამაში სადაც „მალიუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს ურიგოთ და თამაში სადაც „მალიუტკის" ჩასვლა მიმდინარეობს რიგით, ორივე შემთხვევაში ბურა არის ურიგო.

თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.

თამაშში ფსონის გაზრდა(პარტიის დავი): დავი - გაორმაგება, სე - გასამმაგება, ჩარი - გაოთხმაგება, ფანჯი - გახუთმაგება, შაში - გაექვსმაგება.

თამაშში მონაწილეობას იღებს მხოლოდ შემდეგი მასტის (დასახელების) ბანქოს ოთხივე ფერი (გული, აგური, ყვავი, ჯვარი) და „ტუზი"-დან „6"-ანამდე კარტები . თითოეულ მათგანს გააჩნია შესაბამისი ფიქსირებული ქულა: "ტუზი" - 11 ქულა, "ათიანი" - 10 ქულა, "მეფე" - 4 ქულა, "დამა" - 3 ქულა, "ვალეტი" - 2 ქულა, 6,7,8,9 - 0 ქულა.

თამაშის წესები

თავდაპირველად მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგე ირჩევს კოზირის ფერს, წითელს ან შავს. კოზირის გამოცნობის შემთხვევაში დაიწყებს თამაშს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდის შემქმნელი იწყებს თამაშს. თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 5-5 ბანქო რიგრიგობით.
გამოცნობილი ან ვერ გამოცნობილი კოზირი იდება კოზირად, ხოლო დარჩენილი ბანქოს დასტა იდება სათამაშო მაგიდაზე, რომელიც თამაშის პროცესში ემატება ორივე მოთამაშეს.

ერთი და იგივე ფერის უფრო მაღალი ბანქოთი ან ნებისმიერი კოზირით იჭრება უფრო დაბალი მასტის ბანქო, ხოლო კოზირი იჭრება მხოლოდ უფრო მაღალი კოზირით. მოთამაშე თავად განსაზღვრავს მოსული ბანქოდან, რომელი კარტი ჩავიდეს. თუ მოთამაშე ვერ ჭრის მეორე მოთამაშის მიერ ჩამოსულ ბანქოს, იგი ატანს მას ჩამოსული ბანქოს შესაბამის რაოდენობას (ერთს, ორს, სამს, ოთხს ან ხუთს) ოღონდ ღიად (შესაბამისად მოწინააღმდეგე ხედავს კონკრეტულად რა კარტები გაატანეს მას), აგრეთვე შეუძლია პარტნიორმა გაჭრას კარტი და გაგატანოთ ,,გატანის“ ღილაკზე დაკლიკებით.

მოგებულად ითვლება მოთამაშე რომელიც პირველი დააგროვებს მინიმუმ 61 ქულას და იტყვის „ვარ"-ს ან მოაგროვებს 5 კოზირს „ბურა"-ს. „ვარ"- დაძახების შემთხვევაში თუ მოთამაშეს არ ექნა 61 ან მეტი ქულა, მოგებულად ჩაითვლება მეორე მოთამაშე. თუ ორივე მოთამაშეს აღმოაჩნდება 60-60 ქულა მიმდინარე ხელი ჩაითვლება ფრედ.

ლიდერბეთი გთავაზობთ ყოველდღიურ ტურნირებს ბურაში.

ყოველთვიური საპრიზო ფონდი 15 000 ლარი.

1. მოთამაშეთა რაოდენობა (მინიმალური რაოდენობა - 12 მოთამაშე , მაქსიმალური რაოდენობა - 2048 მოთამაშე)

2. ქულების გადანაწილება:

საწყისი ეტაპი - 5 ქულამდე თამაში.

1/2 ფინალი - 7 ქულამდე თამაში

ფინალი - 11 ქულამდე თამაში

3. თამაშის ტიპი სამკარტა ბურა, მალიუტკა ურიგოდ.

4. თამაში მიმდინარეობს ეტაპებად.

5. თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ მოთამაშეთა რაოდენობა - 8 მოთამაშე.

6. თამაში მიმდინარეობს „ოლიმპიური“ სისტემით.


თამაშის რეიქი წარმოადგენს ფსონთა ჯამის 4.5 % + 0.5 %(რომელიც გროვდება ჯეკპოტის თანხაში).

ინფორმაცია ფსონებზე
მოთამაშეთა მინიმალური რაოდნობა - 2
მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა - 6
მინიმალური სათამაშო თანხა - 1 ლარი
მაქსიმალური სათამაშო თანხა - 1000 ლარი
ფსონის მინიმალური თანხა - 0,10 ლარი
ფსონის მაქსიმალური თანხა - დამოკიდებულია სათამაშო თანხის რაოდენობაზე:
სათამაშო თანხა ყოველთვის 10-ჯერ მეტი უნდა იყოს ფსონში ჩასულ თანხაზე.
რეიკბექი

სეკას რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

წესები

სეკა:

ბანქოს თამაში „სეკა" განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. მოთამაშეების რაოდენობა „სეკის" თამაშისას მერყეობს ორიდან ექვს მოთამაშემდე. ბანქოს კარტების რაოდენობა არის 21 ცალი.

„სეკა 21" ის თამაშის წესები:

  ბანქოს შეკვრაში არის ჯოკერი - ანუ 9 ჯვარი, ბანქოს შეკვრას ამატებენ 9 ჯვარს და ის გამოიყენება ნებისმიერ კომბინაციაში, ნებისმიერ კარტად.

 მოთამაშეების რაოდენობა: 2 დან 6 მდე;

კარტების რაოდენობა შეკვრაში: 20 +ჯოკერი ანუ 9 ჯვარი, სულ 21.

კარტების აღმატებულობა რანგების მიხედვით: ათიანი, ვალეტი, დამა, კაროლი, ტუზი

თამაშის მიზანი: დარიგებული კარტის ქულით გაუწიო კონკურენცია მოწინააღმდეგეებს (ვაჭრობის პრინციპით). თამაშს იგებს ის ვისაც ყველაზე მეტი ქულა ეყოლება თამაშის ბოლო მომენტში.

 დამრიგებელს ირჩევენ ავტომატურად. შემდგომ დამრიგებელი იცვლება თანმიმდევრობის მიხედვით საათის ისრის მიმართულებით.

თამაშის დაწყებამდე ყველა მოთამაშე ჩამოდის საწყის ფსონს. თვითოეულ მოთამაშეს ურიგდება სამ-სამი კარტი, დარჩენილი კარტები თამაშში არ მონაწილეობენ.

 პირველ ფსონს აკეთებს დამრიგებლის მარცხენა მხარეს მჯდომი მოთამაშე. მას შეუძლია გააკეთოს ნებიმიერი „ფსონი" ან თქვას „დავწექი". თუმცა, „დავწექის" შემთხვევაში მან უნდა დაყაროს თავის კარტი, 

შემდგომ მიმდინარეობს ვაჭრობა მოთამაშეთა შორის. პირველი სვლა ეკუთვნის მოთამაშეს, რომელიც დამრიგებლისაგან ხელმარცხნივ ზის. მას შეუძლია როგორც ფსონის ჩამოსვლა, აგრეთვე მას შეუძლია კარტის დაყრა (რაც ნიშანავს, რომ იგი იმ რაუნდში მონაწილეობას აღარ ღებულობს) და თამაშიდან გამოსვლა. თუ მოთამაშემ დადო ფსონი, შემდეგი მოთამაშე ვალდებულია დადოს იმდენივე ან იმაზე მეტი, ან დაყაროს კარტი.

 დაფარული თამაში „წიომნი" ნებადართულია - მოთამაშეებს შეუძლიათ დაფარულად ითამაშონ, მაგრამ ფსონები იდება ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი თამაშის დროს.

მაგალითად: თუ თქვენ თქვით „წიომნი" ეს ნიშანვს, რომ მიმდინარე კონი გააორმაგეთ, რაც ვრცელდება სხვა მოთამაშეებზეც, რომლებიც რიგში თქვენს შემდეგ იმყოფებიან. მათ შეუძლიათ „პერეწიომნი"-ის დაძახება, თქვენი გაორმაგებული კონის კიდევ გაორმაგება ან „უარის თქმა". ამ შემთხევაში თამაში მოხდება თქვენ გაორმაგებულ კონზე.

 კარტის გახსნის შემდეგ (თუ რომელიმე მოთამაშე თქვენს წინ გახსნის კარტს) თქვენ რიგზე შეგიძლიათ განაგრძოთ ვაჭრობა სხვა მოთამაშეებთან. მიმდინარე თამაშის წესების თანხამად, თქვენ არ ხართ ვალდებული გახსნათ კარტი თუ წრეზე თქვენ შემდგომ კიდევ არის დარჩენილი მინიმუმ ერთი მოთამაშე, რომელთაც ასევე არ აქვთ გახსნილი კარტები. 

იმ შემთხვევაში თუ თამაშის პროცესში, რომელიმე მოთამაშეს ბალანსზე არ აქვს მიმდინარე ფსონის განსახორციელებლად საკმარისი თანხა, ასეთ დროს არსებული თანხით, მას შეუძლია თამაშის გაგძელებაში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ თუ ეს მოთამაშე მოიგებს, მას დაერიცხება ჯამურ ფსონში მის მიერ განხორციელებული ფსონების პროპორციული მოგება, დანარჩენი თანხა დარჩება კონში, რომლიც გადათამაშდება შემდეგ რაუნდში.

 ქულები თამაშის პროცესში ფორმირდება კომბინაციების მიხედვით, რომლებიც არსებობს ორი ტიპის: 

კომბინაცია მასტის მიხედვით - შედგება ერთი მასტის კარტებისაგან;

კომბინაცია თანრიგის მიხედვით - შედგება ერთნაირი თანრიგის კარტებისაგან

უმაღლესი რანგის კომბინაციად ითვლება-სამი ტუზი;

თამაშში ნებადართულია ჯოკერი - 9 ჯვარი, რომელიც ერგება ყველა კომბინაციას, ნებისმიერი კარტის რანგში. (+11 კომბინაციის შეჯამებისას). ყველა, ხელში მყოფ შესაძლო ვარიანტიდან აირჩევა ის ვარიანტი, რომელიც ჯამში იძლევა ყველაზე მაღალ ქულას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დარიგებულია სხვა და სხვა მასტის კარტი  გარდა ჯვრისა და სხვა და სხვა რანგის ტუზზე დაბალი კარტი. მაგ: K♦ J♥Joker=11.

მაგალითად: A♥K♥K♦ = 21, A♥K♦Joker = 22, A♥K♦Q♣ = 11 იმისდა მიხედვით რა ვარიანტია შერჩეული თამაშისათვის. ერთნაირ ქულებიანი კომბინაციები განსხვავდებიან - თამაშში შერჩეული ვარიანტიდან გამომდინარე, „მასტი უფრო მნიშვნელოვანია", ვიდრე კარტების კომბინაცია. მაგ. 10♥K♥Q♣ უფრო აღმატებულია, ვიდრე კომბინაცია 10♦J♥J♣.

 თამაში მიმდინარეობს იქამდე სანამ არ დარჩება ორი მოთამაშე, რომელთაც შეუძლიათ გახსნან კარტები და გამოავლინონ მოგებული მათ შორის. 

თუ კარტების გახსნისას მოთამაშეებს აქვთ ერთნაირი ქულების რაოდენობა, სიტუაციას ეწოდება „სეკა" და მოთამაშეები გაითამაშებენ მიმდინარე ბანკს შემდეგ თამაშში. სხვა მოთამაშეებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ სეკის თამაშს ფსონის ჩამოსვლის შემდგომ. ყველა სხვა მოთამაშე სეკაში შესვლისთვის იხდის იმ ფსონს რაც გადაიხადეს ბოლოს იმ მოთამაშეებმა რომლებმაც მოახდინეს სეკა. იმ შემთხვევაში თუ მოხდება „სეკა" და გადათამაშების შემდეგ რომელიმე მოთამაშეს გამოელევა ბალანსზე თანხა, პროგრამა მას აღარ მისცემს თამაშის გაგრძელბის საშუალებას.

 კარტის „გაჩითვა" - ეს არის ფუნქცია რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს უფრო რეალურად აღიქვას თამაში და სურვილისამებრ გახსნას თავისი კარტები სასურველ მომენტში, ერთიანად ან ცალ ცალკე. 

მოთამაშეს საშუალება აქვს ჯოკერი ანუ 9 ჯვარი დაანახოს სხვა მოთამაშეებს დარიგებისთანავე, ამისათვის მან უბრალოდ უნდა დააჭიროს თვითონ ჯოკრის კარტს (9 ჯვარს).

კამერის ფუნქცია: პირველად საქართველოში კომპანია ლიდერბეთი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ინოვაციურ ფუნქციას ვებ კამერას. რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს, ვებ კამერის ქონის შემთხვევაში, მოთამაშეებმა თამაშის პროცესში უყურონ ერთმანეთს. 


ლიდერბეთი გთავაზობთ ყოველდღიურ ტურნირებს სეკაში.

ყოველთვიური საპრიზო ფონდი 15 000 ლარი.

1. მოთამაშეთა რაოდენობა (მინიმალური რაოდენობა - 12 მოთამაშე , მაქსიმალური რაოდენობა - 2048 მოთამაშე)

2. საწყისი ჩიპების რაოდენობა 1000 ცალი.

3. თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ მოთამაშეთა რაოდენობა - 5 მოთამაშე.

4. დონის ცვლის სისწრაფე.

5. თამაში მიმდინარეობს „ოლიმპიური“ სისტემით.


თამაშის რეიქი წარმოადგენს ფსონთა ჯამის 4 % + 1%, რომელიც გროვდება ჯეკპოტის თანხაში.

ლიდერბორდი
მომხმარებელი ნათამაშები ხელი ქულა თანხა
განმარტება

ითამაშეთ ნარდი, დააგროვეთ ქულები, მოხვდით ყოველკვირეულ ლიდერბორდში (ტოპ 10 მოთამაშე) და მოიგეთ შესაბამისი ფულადი პრიზები!

ქულების დაგროვების მეთოდი: თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25
- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;
ინფორმაცია ფსონებზე
მინიმალური ფსონი - 0.50 ლარი
მაქსიმალური ფსონი - 300 ლარი
რეიკბექი

ნარდის რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ჯეკპოტი
წესები
ლიდერბორდი

- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;

ქულების დაგროვების მეთოდი:
თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25

თანხა, რომელსაც მოიგებენ რეიტინგში მყოფი მოთამაშეები გათამაშების დასრულების შემდეგ, შეუძლიათ იხილონ სარეიტინგო ცხრილში. სარეიტინგო თამაშში აკრძალულია სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ასეთი შემთხვევის დადგომისას გააუქმოს მოთამაშის სარეიტინგო ქულები და მას სრულად შეუზღუდოს რეიტინგში მონაწილეობის უფლება.

ინფორმაცია ფსონებზე

მაგიდის შესაქმნელად მინიმალური ფსონი არის - 0.50 ლარი ,ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი. ამის შემდეგ ხდება რაუნდების არჩევა (ანუ არჩევა, თუ რა ანგარიშამდე გსურთ თამაში) შესაძლებელია 1,2,3,5,7 და 11 რაუნდიანი მაგიდის შექმნა. ხოლო ბოლოს სურვილისამებრ ვირჩევთ დავი-დაობა, მარსი, კროუფორდის წესი, სახეობა(სტანდარტული თუ გრძელი ნარდი) და პარტიას დავით ან პარტიას დავის გარეშე.

რეიკბექი

ბურას რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

წესები

ონლაინ ნარდის თამაშის დაწყებამდე, საჭიროა, რომ ყურადღებით შეისწავლოთ თამაშის წესები. ჩვენს საიტზე თქვენ შეძლებთ ძალიან ადვილად ისწავლოთ და დახვეწოთ ნარდის თამაში, დაწვრილებით გადმოცემული წესების შესწავლის გზით. თამაშში მონაწილეობს ორი მოთამაშე. ყოველი თამაშის დასაწყისში ქვები ლაგდება სპეციალურ სასტარტო პოზიციაზე, ამასთან თითოეულ მოთამაშეს აქვს 15 ქვა და წყვილი კამათელი. დაფა შედგება 24 კარისაგან, რომლებსაც უწოდებენ პუნქტებს. პუნქტები გაერთიანებულია ჯგუფებში, რომლებსაც თავ-თავისი სახელი ჰქვიათ. ჯგუფების სახელებია: პუნქტი 1-დან პუნქტ 6-მდე - სახლი, პუნქტ 7-დან პუნქტ 12-მდე - ეზო, პუნქტ 13-დან პუნქტ 18-მდე - მოწინააღმდეგის ეზო, პუნქტ 19-დან პუნქტ 24-მდე მოწინააღმდეგის სახლი. სახლი და ეზო გამოყოფილია ერთმანეთისაგან ფიცრის პლანკით, რომელსაც ჰქვია ბარიერი.

ნარდის თამაშის წესი მდგომარეობს შემდეგში - უნდა გადააადგილო შენი ქვები შენს სახლში (სახლისკენ) და შემდგომ მოხსნა ისინი დაფიდან. ქვების გადაადგილება დაფაზე იმისდა მიხედვით ხდება, თუ რა ციფრები დაჯდა კამათელზე. მოთამაშე რომელიც პირველი მოხსნის დაფიდან თავის ქვებს ითვლება მოგებულად.

თითოელი მოთამაშე ისვრის თითო კამათელს. პირველ სვლას აკეთებს, ის მოთამაშე, რომლის კამათელზეც მეტია ქულების რაოდენობა. მოთამაშეები აგორებენ ორ-ორ ცალ კამათელს და კამათლებზე დამჯდარი ქულების მიხედვით აკეთებენ სვლებს, ანუ ახდენენ ქვების გადაადგილებას.

თუ ორივე კამათელზე დამჯდარი ციფრი ერთი სიდიდისაა, მაშინ მიღებულ ქულას უწოდებენ დუბლს (წყვილი). დუბლი აძლევს მოთამაშეს უფლებას 4 სვლის გაკეთების.

როგორ ხდება ქვების სწორად გადაადგილება დაფაზე:
მოთამაშეები ახდენენ ქვების გადაადგილებას ურთიერთ საწინაღმდეგო მიმართულებებით, თამაშის წესების შესაბამისად:

1) ქულები რომლებიც დაჯდება კამათლებზე, გვიჩვენებს რამდენი პუნქტით შეუძლია მოთამაშეს თავისი ქვების გადაადგილება.

2) ქვების გადაადგილება შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით - წინ.

3) ციფრები თითოეულ კამათელზე შეესაბამება ცალკეულ სვლებს.

4) მოთამაშემ უნდა უპირობოდ გამოიყენოს კამათლებზე დამჯდარი ციფრები, დუბლის დასმის შემთხვევაში 4-ჯერ, თუ ამის საშუალება არსებობს.

ქვა შეიძლება გადავაადგილოთ გარკვეულ პუნქტში, მხოლოდ მაშინ:
-თუ იმ პუნქტზე არ დევს საერთოდ ქვა;
-პუნქტი უკვე დაკავებულია სვლის გამკეთებელი მოთამაშის ქვებით;
-მოცემულ პუნქტზე დევს მოწინააღმდეგის ერთი ქვა;

მაგალითად: მოთამაშეს დაუჯდა კამათლებზე 3 და 1. ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია გადაადგილოს ერთი ქვა სამი პუნქტით, ხოლო სხვა ქვა ერთით, ან გადაადგილოს ერთი და იგივე ქვა 4 პუნქტით, თუ მას აქვს უფლება, ქვის გადაწევის ჯერ 1 და მერე 3 უჯრით, ან პირიქით ჯერ 3 და მერე 1 უჯრით.

თუ არის საშუალება მხოლოდ ერთი კამათლის ქულით თამაშის, მაშინ მოთამაშემ უნდა გაითამაშოს ეს ერთი სვლა. თუ რომელიმე ქულის გათამაშება შეიძლება ცალკე და არა ერთად, მაშინ მოთამაშემ უნდა გააკეთოს მეტ სიდიდის ციფრით სვლა. თქვენს მიერ წაკითხული, ნარდის თამაშის წესების ეს ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია, მათი ზედმიწევნით ზუსტი შესრულება, საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს ვადაში აითვისოთ ოსტატურად ეს თამაში.

როგორ უნდა მოვკლათ მოწინააღმდეგის ქვა და როგორ გავიყვანოთ ჩვენი ქვა ბარიდან:

თქვენ შეგიძლიათ მოკლათ მოწინააღმდეგის ქვა, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ქვის გადაადგილების დროს გამიზნულ პუნქტში იმყოფება მოწინააღმდეგის ერთი ქვა. მოკლული ქვა იდება ბარზე (დაფის შუაზე მყოფი პლანკა, რომელიც სათამაშო მოედნის ზემოთ არის წამოწეული) და ის მოკლული ქვა თავიდან, სრულად, უნდა წამოვიდეს იმავე გზით ბარიდან გამოსვლის შემდგომ. ყოველ ჯერზე როცა მოთამაშის ქვა აღმოჩნდება ბარზე, მან პირველ რიგში უნდა გამოიყვანოს მოკლული ქვა ბარიდან.

მოთამაშეს არ აქვს უფლება აკეთოს სხვა სვლები, სანამ იგი ყველა ქვას არ გამოიყვანს ბარიდან და არ შეიყვანს მათ თამაშში. ბარიდან გამოსვლა ხდება ქვის შესვლით მოწინააღმდეგის სახლის თავისუფალ პუნქტზე. ქვების გამოსვლა ბარიდან ხდება მათი დადგომით კამათელზე გამოხატული ციფრების შესაბამისად, მოწინააღმდეგის სახლის თავისუფალ პუნქტებზე, ან იმ პუნქტზე სადაც იმყოფება მოწინააღმდეგის მხოლოდ ერთი ქვა. თუ მოთამაშეს არ შეუძლია ბარიდან ქვის გამოყვანა, ვინაიდან მოწინააღმდეგის სახლის ყველა პუნქტი დაკავებულია, თითოეული არანაკლებ ორი ქვით, იგი ტოვებს სვლებს იქამდე, სანამ არ გამოჩნდება თავისუფალი, ან ერთ ქვიანი პუნქტი, მოწინააღმდეგის სახლის პუნქტებზე.
როგორ მოვხსნათ ქვები დაფიდან: მის მერე როდესაც მოთამაშე შეიყვანს 15-ივე ქვას თავის სახლში, მას შეუძლია დაიწყოს დაფიდან ქვების მოხსნა, ნარდის წესების შესაბამისად.

ქვები შეიძლება მოიხსნას შემდეგი გზებით:
-მოთამაშეს შეუძლია მოხსნას ქვა იმ პუნქტიდან, რომელიც შეესაბამება კამათელზე დამჯდარ ციფრს;

თუ შესაბამის პუნქტში არაა ქვა, მაშინ მოთამაშეს აქვს უფლება, გადაადგილოს ქვები იმ პუნქტებიდან, რომელთა ნომინალური მნიშვნელობები მეტია ვიდრე კამათელზე დამჯდარი ციფრის. ხოლო თუ კამათელზე დამჯდარი ციფრის მნიშვნელობა მეტია იმ პუნქტების რომლებზეც დევს ქვები, მაშინ ვალდებულია მოთამაშე ყველაზე მაღალი პუნქტიდან გამოვიდეს ქვას.

მარსი

როდესაც მოთამაშე დაამთავრებს თამაშს (ყველა ქვას გამოიყვანს სათამაშო მოედნიდან) ისე რომ მოწინააღმდეგე ვერ მოასწრებს თავისი ყველა ქვის საკუთარ სახლში შეყვანას და მინიმუმ 1 ქვის გაყვანას, ასეთ შემთხვევაში მოგებული იგებს 2 ქულას (რომელსაც მარსი ეწოდება), თუმცა მარსით ან დავი-დაობით ან ორივეთი ერთად ირჩევს მაგიდის შემქმნელი და როდესაც მოთამაშე ირჩევს სათამაშოდ მოწინააღმდეგეს, მის მაგიდას აწერია მარსი ან დავი-დაობა ან ორივე ერთად.

კოქსი

როდესაც მოთამაშე დაამთავრებს თამაშს (გამოვა კარიდან ყველა ქვას) ისე რომ მის მოწინააღმდეგეს ქვა დარჩენილია ამ მოთამაშის კარში და გამოსული არაა არცერთ ქვას, ასეთ შემთხვევაში მოთამაშე იგებს 3 ქულას (კოქსს). ხოლო თუ დავი ან სე არის ნათქვამი ეს 3 ქულა მრავლდება შესაბამისად დავზე ან სეზე. კოქსი მოქმედებს მაშინ თუ მაგიდა შეიქმნა მარსის ფუნქციით.

დავი - დაობა

თქვენ შეგიძლიათ თამაში მინიმუმ 1 ქულამდე მაქსიმუმ 11 ქულამდე. ჩვენს ნარდში მოქმედებს დავი-დაობასეს პრინციპი, რაც ნიშნავს ქულის გაორმაგებას, გასამმაგებას. მაქსიმალური ზღვარი არის გაექვსმაგება, ანუ „შაში" იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგემ შემოგთავაზათ დავი და თქვენ დათანხმდით წაგების შემთხვეაში მოწინააღმდეგე მოიგებს 2 ქულას.
როდესაც თამაში არის დავი-დაობით და მარსით ერთად, ნათქვამია დავი და ამავდროულად მოთამაშე იგებს მარსს, იგი იგებს 4 ქულას.

თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა, სე - 3 ქულა, ჩარი - 4ქულა, ფანჯი - 5 ქულა, შაში - 6 ქულა.

თამაშში ფსონის გაზრდა(პარტიის დავი): დავი - გაორმაგება, სე - გასამმაგება, ჩარი - გაოთხმაგება, ფანჯი - გახუთმაგება, შაში - გაექვსმაგება.

კამერის ფუნქცია: პირველად საქართველოში კომპანია ლიდერბეთი თავის მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ინოვაციურ ფუნქციას ვებ კამერას. რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეს, ვებ კამერის ქონის შემთხვევაში, მოთამაშეებმა თამაშის პროცესში უყურონ ერთმანეთს.

კროუფორდის წესი

როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე დარჩება 1 ქულა, შემდეგი ხელი ტარდება დავის გარეშე (არცერთ მოთამაშეს არ შეეძლება დავის თქმა).

მთელი თამაშის ტაიმერი (საერთო ტაიმერი 2 წუთი) უჩვენებს საერთო დამატებით დროს, რომელიც გამოყოფილია ყველა სვლაზე თამაშის განმავლობაში. თითოეული კამათლის გაგორებისთვის გაქვთ 10 წამი და სვლის გასაკეთებლად - 20 წამი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ აღნიშნულ დროში არ გააკეთებთ სვლას, თამაში ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.

ლიდერბეთი გთავაზობთ ყოველდღიურ ტურნირებს ნარდში.

ყოველთვიური საპრიზო ფონდი 15 000 ლარი.

1. თამაში მიმდინარეობს ქართული ნარდის პრინციპით.

2. მოთამაშეთა რაოდენობა (მინიმალური რაოდენობა - 12 მოთამაშე , მაქსიმალური რაოდენობა - 2048 მოთამაშე)

3. ქულების გადანაწილება:

საწყისი ეტაპი - 1 ქულამდე თამაში.

¼ ფინალი - 2 ქულამდე თამაში

1/2 ფინალი - 2 ქულამდე თამაში

ფინალი - 3 ქულამდე თამაშიფინალი - 3 ქულამდე თამაში

4. ქულათა დაგროვების პრინციპი („მარსი“ ითვლება 2 ქულად . დავი და თან „მარსი“ ითვლება 4 ქულად.)

5. თამაში მიმდინარეობს ეტაპებად.

6. თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ მოთამაშეთა რაოდენობა - 8 მოთამაშე.

7. თამაში მიმდინარეობს „ოლიმპიური“ სისტემით.

გრძელი ნარდი

1. თამაში მიმდინარეობს ქართული ნარდის პრინციპით.

3. ქულების გადანაწილება:

საწყისი ეტაპი - 1 ქულამდე თამაში.

ფინალი - 2 ქულამდე თამაში

4. ქულათა დაგროვების პრინციპი („მარსი“ ითვლება 1 ქულად . დავი და თან „მარსი“ ითვლება 2 ქულად.)

5. თამაში მიმდინარეობს ეტაპებად.

6. თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ მოთამაშეთა რაოდენობა - 8 მოთამაშე.

7. თამაში მიმდინარეობს „ოლიმპიური“ სისტემით.


თამაშის რეიქი ნარდში წარმოადგენს ფსონთა ჯამის 4.5% + 0.5% (რომელიც გროვდება ჯეკპოტის თანხაში), ყოველ მომდევნო რაუნდზე ემატება რეიქი 0,5%-ის ოდენობით

ლიდერბორდი
მომხმარებელი ნათამაშები ხელი ქულა თანხა
განმარტება

ითამაშეთ დომინო, დააგროვეთ ქულები, მოხვდით ყოველკვირეულ ლიდერბორდში (ტოპ 10 მოთამაშე) და მოიგეთ შესაბამისი ფულადი პრიზები!

ქულების დაგროვების მეთოდი: თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25
- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;
ინფორმაცია ფსონებზე
მინიმალური ფსონი - 0.40 ლარი
მაქსიმალური ფსონი - 300 ლარი
რეიკბექი

დომინოს რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

ჯეკპოტი
წესები
ლიდერბორდი

- გამარჯვებულ მოთამაშეების დაგროვებული ქულებისა და მოგებული თანხის ნახვა შეუძლიათ ლიდერბორდში;
- ლიდერბორდი განახლდება ყოველ კვირა დღეს 23:59 საათზე;
- შეგახსენებთ: სხვა მოთამაშესთან შეთანხმებული თამაში ქულების ხელოვნურად დაგროვების მიზნით იკრძალება. ლიდერბეთის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ამ და სხვა არაკეთილსინდისიერ ქმედებაში შემჩნეულ მოთამაშეს უარი უთხრას აქციაში მონაწილეობაზე;

ქულების დაგროვების მეთოდი:
თითოეული მოთამაშე, ყოველ მოგებულ ხელზე იღებს შესაბამის ქულას, მაგიდის ფსონიდან გამომდინარე შემდეგნაირად:

მაგიდის ფსონი (ლარი)დარიცხული ქულა
1.5-მდე1
1.51-დან 5.004
5,01-დან 10.00-მდე10
10.01-დან 25-მდე15
25.01-დან ზემოთ25

ინფორმაცია ფსონებზე

მაგიდის შესაქმენელად მინიმალური ფსონი არის - 0.40 ლარი და მაქსიმალური - 500 ლარი. ამის შემდეგ ხდება ქულების არჩევა, ანუ არჩევა, თუ რა ანგარიშამდე გსურთ თამაში. თამაში შესაძლებელია - 75, 175 ან 255 ქულამდე შექმნა. ხოლო ბოლოს სურვილისამებრ ვირჩევთ დავი-დაობა, ხელი (რამდენ ქულამდე გინდა თამაში - 1,2 ან 3) და პარტიას დავით ან პარტიას დავის გარეშე.

რეიკბექი

ბურას რეიკბექი მონაწილეობს თანხის დაბრუნების საერთო სისტემაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

წესები

თამაშის ეს ვარიანტი ამერიკაში შეიქმნა და ბევრი მას დომინოს საუკეთესო თამაშად მიიჩნევს. ის ითამაშება როგორც «დროდომინო», ოღონდ თამაშის მიზანი არ არის მხოლოდ «ჩიპ აუტი» (ანუ დაალაგო მთელი შენი დომინოს ქვები შენი მოწინააღმდეგის წინ), არამედ აგრეთვე ისე გააკეთო, რომ ქვების გახსნილი ბოლოების ჯამი იყოს ხუთის ჯერადი.

მოთამაშეების ანგარიში (ქულების რაოდენობა) მიუთითებს რომ დომინოს ღია ბოლოები ტოლია 5-ის ჯერადის. პირველი მოთამაშე რომელიც მიაღწევს ან გადააჭარბებს მიზნობრივი ქულების რაოდენობას იგებს თამაშს.

სულ არის 28 ქვა და აქედან 7-7 ურიგდება თითოეულ მოთამაშეს, ხოლო დანარჩენი ქვები რჩება მაგიდაზე პირქვე, რომელიც ცნობილია როგორც «ბაზარი». თამაშს იწყებს დუბლით ის მოთამაშე, რომელსაც უმაღლესი დუბლი აღმოაჩნდება. მაგალითად : (6-6, 5-5 და ქვემოთ).

იმ შემთხვევაში თუ თამაში იწყება არა „დუბლით" თამაშს იწყებს ის ვისაც ყავს უმაღლესი არადუბლი ქვა.

ახალ რაუნდს იწყებს, მიმდინარე რაუნდის მომგები მოთამაშე.

იმ შემთხვევაში როცა არადუბლით იწყება თამაში „სტავკა" ხდება ის დუბლი რომელიც პირველად შეიკრება ორივე მხრიდან

მას შემდეგ რაც პირველი ქვა დაიდება, მეორე მოთამაშის რიგი დგება, რომელსაც შეუძლია დადოს თავისი ქვა, რომლის ერთი ბოლო დუბლს შეესაბამება.

მას შემდეგ რაც დუბლს ორივე მხარეს მიედება ქვები ჰორიზონტალურად, მაშინ მისი გამოყენება შეიძლება ვერტიკალური მიმართულებითაც, ანუ დომინოს ქვები შეიძლება დაიდოს ოთხივე მხარეს. ეს შეეხება მხოლოდ პირველ დუბლს, შემდგომში გამოყენებული დუბლი აღარ ითამაშება ისე როგორც პირველი დუბლი. დომინოს ყველა ღია ბოლოთი გამოითვლება მთლიანი ქულა (აუცილებლად უნდა იყოს ხუთის ჯერადი).

მას შემდეგ რაც მოთამაშე დებს ქვას, დომინოს ღია ბოლოების რიცხვები ჯამდება. თუ ეს ჯამი არის ხუთის ჯერადი (5, 10, 15, 20 და ა.შ), მაშინ მოთამაშეს მაშინვე ეწერება ეს ქულა. თუ დამაბოლოვებელი ქვა არის დუბლი, მაშინ ქვის ორივე მხარე ჯამდება. მაგალითად ქვა 5-5 ათ ქულას უდრის კოლონის ბოლოში დადებისას.

თუ ცენტრალურ დუბლს (სტავკას) მარცხნივ და მარჯვნივ მიედო ქვები, დამატებითი ვერტიკალური დომინოები შეიძლება იქნას დამატებული, რომელთაგანაც გამოჰყავთ საერთო ჯამი.

ნებისმიერ ეტაპზე თუ თქვენ არ შეგიძლიათ ათამაშოთ თქვენი ქვა, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ქვა (ბაზრიდან) მანამდე სანამ შეგეძლებათ ქვის გამოყენება. თუ აღარ რჩება მეტი ქვა ბაზარში (მინიმუმ ორი) და თქვენ არ შეგიძლიათ ლეგალური თამაში, მაშინ თქვენი მოწინააღმდეგის თამაშის დრო დგება. თამაში გრძელდება მანამდე, სანამ მოთამაშეებს შეეძლებათ ქვების დადება. თუ ერთ-ერთი მათგანი ყველა ქვას ჩავიდა, მიმდინარე რაუნდი სრულდება, ან იმ შემთხვევაში თუ ორივე მოთამაშეს ქვები ყავთ, მაგრამ სვლების გაკეთება არ შეუძლიათ რაუნდი იკეტება (რიბა) და ხდება ხელში დარჩენილი ქულების დათვლა.

რიბა

1) ორივე მოთამაშეს ქვები ყავთ, მაგრამ სვლის გაკეთება არ შეუძლიათ რაუნდი იკეტება, ხდება ქულების დათვლა და ნაკლები ქულების მქონე მოთამაშეს ემატება პარტნიორის ქულები.

2) რიბის დროს თუ ორივე მოთამაშეს ზუსტად თანაბარი ქულები დარჩათ იწყება შემდეგი ეტაპი და ვინც ამ ეტაპს მოიგებს, მას ემატება რიბის დროს დათვლილი ქულების ჯამი(ორივე მოთამაშისა ერთდ).

3) ორივე მოთამაშეს ქვები ყავთ და სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ბაზარში მყოფი დუბლით, თამაში მაინც იკეტება და ბაზარში არ მიდის არავინ, ხდება ქულების დათვლა.

4) ორივე მოთამაშეს ქვები ყავთ და სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დუბლით, რომელიც იმ მოთამაშეს ყავს ხელში ვინც მანამდე დადო ქვა, პარტნიორი არ მიდის ბაზარში და ეს მოთამაშე დებს ამ წყვილს.ხდება ქულების დათვლა.

5) ორივე მოთამაშეს ქვები ყავთ და სვლის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დუბლით, რომელიც იმ მოთამაშეს ყავს ხელში ვინც მანამდე არ დადო ქვა, პარტნიორი დებს ამ წყვილს, მაგრამ თამაშის ჩამკეტად ითვლება მოთამაშე, რომელმაც დუბლამდე დადო ქვა. ხდება ქულების დათვლა.


თუ მოთამაშე გამოიყენებს დომინოს ყველა ქვას, რომელიც ხელში ჰქონდა და ამთავრებს პარტიას («ჩიპს აუთ») მას ენიჭება ქულები (უახლოეს 5-ის ჯერადამდე ) მისი მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი თითოეული ქვის ქულის მიხედვით, ხოლო თუ მოწინააღმდეგე მხარეს ხელში დარჩა ერთი ცარიელი ქვა ანუ „პუსტა-პუსტა" გამარჯვებულ მხარეს დაეწერება 10 ქულა. ეს არის პარტიის დასასრული და დომინოს ქვები ახლიდან რიგდება შემდეგი პარტიისთვის. ასე გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მოთამაშე არ მოაგროვებს მიზნობრივ ქულას ან მასზე მეტს.

თამაშში ქულების მომატება: დავი -2 ქულა.

თამაშში ფსონის გაზრდა(პარტიის დავი): დავი - გაორმაგება, სე - გასამმაგება, ჩარი - გაოთხმაგება, ფანჯი - გახუთმაგება, შაში - გაექვსმაგება.

მოთამაშეებს თამაშის პროცესში, სვლის გასაკეთებლად აქვთ 2.15 წუთი. 45 წამი ყოველ სვლაზე და 1.5 წუთი რომელიც დამატებით გადანაწილდება ყველა იმ სვლაზე რომელზეც მოთამაშეს არ ეყოფა მოცემული 45 წამი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე აღნიშნულ დროში არ განახორციელებს სვლას, იგი ჩაითვლება წაგებულად და წინასწარ დათქმული თანხა დაერიცხება მეორე მოთამაშეს.

ლიდერბეთი გთავაზობთ ყოველდღიურ ტურნირებს დომინოში.

ყოველთვიური საპრიზო ფონდი 15 000 ლარი.

1. მოთამაშეთა რაოდენობა (მინიმალური რაოდენობა - 12 მოთამაშე , მაქსიმალური რაოდენობა - 2048 მოთამაშე)

2. ქულების გადანაწილება:

საწყისი ეტაპი - 75 ქულამდე თამაში.

¼ ფინალი - 175 ქულამდე თამაში

½ ფინალი - 175 ქულამდე თამაში

ფინალი - 255 ქულამდე თამაში

3. თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ მოთამაშეთა რაოდენობა - 8 მოთამაშე.

4. თამაში მიმდინარეობს „ოლიმპიური“ სისტემით.


თამაშის რეიქი წარმოადგენს ფსონთა ჯამის 5 % + 1% (რომელიც გროვდება ჯეკპოტის თანხაში).